მადლობა სუსს ამ პრევენციისთვის, გავიგეთ, რისთვისაც ემზადებიან, ამ ხელმოცარულებს არ მივცემთ საშუალებას, ჩვენი ქვეყანა არიონ და შემდეგ მეორე ფრონტი აქედან გაიხსნას, გამორიცხულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

"შესაბამისმა სტრუქტურებმა განცხადება გააკეთეს იმ სავარაუდო რევოლუციურ სცენარზე, რომლისთვისაც ეს ხელმოცარული რადიკალები ემზადებიან და კონკრეტული გვარებიც გაჟღერდა. მინდა, სუსს ამ კვალიფიციური მუშაობისთვის მადლობა ვუთხრა. აქ მხოლოდ ინფორმაცია არ არის, აქ არის კონკრეტული თემა, სადაც ანალიზის შედეგად საქმეც არის აღძრული. დასკვნები გამოიტანეს და საზოგადოებას აუწყეს. რასაც ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ხელმოცარულებს მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანონ და ჰგონიათ, ის რევოლუციური სცენარი გამოუვათ და ამისთვის ემზადებიან. ამიტომაც იყო, რომ ხაბეიშვილი დაჩაგრეს. ხალხი ვერ აიყოლია, პირიქით, ბოლოს ისეთი თემა იყო, ყველა განერიდა. 17 კაციდან ოთხი გამოაკლდა, 11 თუ უფრო ნაკლები მისდევდა. ამიტომაც იყო, რომ ჩაანაცვლეს, შუბლგაწყვეტილი რომ არის, პოპულისტი და ხელმოცარული ბატონი ვაშაძე, უფრო მეტად ყველაფრის მკადრებელია, ყველაფერზე წამსვლელია და ამიტომაც ჩაანაცვლეს ამ რადიკალებმა. ჰგონიათ, რომ ახლა ვაშაძე, გიჟი ჯაფარა და რუსეთიდან რომ ფინანსდება კიდევ ლაკა, რევოლუციას მოაწყობენ. გლობალური „ომის პარტიის“ წარმომადგენლებმა და მათმა პატრონებმა კიდევ ქალბატონი ლომჯარია გამოიყვანეს ქართველ ხალხთან ერთად. არაფერი საერთო არ აქვთ. სად ლომჯარია და სად ქართველო ხალხი. რა ლომჯარია, ლიდერი და რა პლატფორმები. თუ ფულის ხარჯვა არ გეზარებათ, კი ბატონო, დახარჯეთ“, – განაცხადა ზარქუამ.