სტრასბურგში ეს საქმე აუცილებლად წავა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, არავისთან მიმართებაში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოწმეებს არაფერი არ ახსოვთ და ვერაფერს კონკრეტულად ვერ და არ ამბობენ.

"პროცესები მალე დასრულდება. ჩვენ რასაც ვუყურებთ, თვის ბოლოს ან აგვისტოს შუაში დასრულდება პროცესები.
სტრასბურგში ეს საქმე აუცილებლად წავა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, არავისთან მიმართებაში. რადგან მტკიცებულებები არ არის, ჰყავთ პოლიციელები, რომლებიც გაუბედურებულ მდგომარეობაში არიან, შესაცოდები არიან ეს ადამიანები, მაგრამ უსინდისობას სჩადიან. 

მოწმეებს არაფერი არ ახსოვთ და ვერაფერს კონკრეტულად ვერ და არ ამბობენ. ყველაფერი შეთითხნილია“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გენერალურმა პროკურატურამ 2025 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.