შეიძლება შენ შენი მოსახლეობა მიჩვეული გყავს, რომ ამდენი ხანი "ეკაიფები", მაგრამ უცხოეთში და ვაშინგტონში შენი "ქოცური ღადაობები" არავის აინტერესებს,  - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, "ოცნებას" სთხოვდნენ, დაესახელებინა, თუ ვის ებრძოდნენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით და მან კონკრეტიკის თავიდან აცილების მიზნით ზოგადად "გლობალური ომის პარტია" დაასახელა.

"ვთხოვდით " ქართულ ოცნებას", რომ დაესახელებინა, ვინ იყო ის, ვისაც ამ კანონით ვებრძოდით. იმისათვის, რომ მათ არ ეთქვათ კონკრეტული ქვეყანა ან ადამიანი, მათ მოიგონეს "გლობალური ომის პარტია" და თქვეს, რომ ამ კანონით ებრძოდნენ "გლობალური ომის პარტიას", რაც თავისთავად ცხადია, რომ ცინიკურია. 

შეიძლება შენ შენი მოსახლეობა მიჩვეული გყავს, რომ ამდენი ხანი "ეკაიფები", მაგრამ როგორც გითხარით, უცხოეთში და ვაშინგტონში განსაკუთრებით, შენი "ქოცური ღადაობები" არავის აინტერესებს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოში ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, თითქოს აშშ "გლობალური ომის პარტიაა" და ცდილობს საქართველოში რევოლუციის წახალისებას.