10:30 საათზე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10:30 საათზე - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

 

11:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

 

11:00 საათზე - საქართველოს ეროვნული ბანკის 2024-2025 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სათათბირო ოთახი N516 (C კორპუსი, V სართული)

 

11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

11:15 საათზე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024-2025 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სათათბირო ოთახი N516 (C კორპუსი, V სართული)

 

11:30 საათზე - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

 

11:30 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "ეროვნული სატყეო სააგენტოს" უფროსის მოადგილის დავით დამენიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "ზაფხულის ცხელი სეზონი: ტყის ხანძრების რისკები, უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები - რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა პიკნიკის დროს.

ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევაზე არსებული სანქციები".

მისამართი: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელსაც პროცესს დაესწრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

 

12:00 საათზე - საქართველოს “სტრატეგიული ანალიზის ცენტრში” სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტია „ევროპელი დემოკრატების“ და „ევროპულ-დემოკრატიული ერთობის“ ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართება.

თემა: შეხვედრაზე განიხილება საქართველოს ევროპული მომავალი და შედგება ხელმოწერა „ეროვნული თანხმობის დეკლარაციაზე“ .

მისამართი: კოსტავას 75ბ;

საკონტაქტო პირი: ნინო ხომერიკი - 599 88 15 05

 

12:00 საათზე - პოლიტიკური პარტია „ევროპელი დემოკრატების“ და „ევროპულ - დემოკრატიული ერთობის“ ლიდერების შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის CSAC ის წარმომადგენლებთან.

თემა: ქვეყნის ევროპული მომავალი და ხელმოწერა ეროვნული თანხმობის დეკლარაციაზე.

მისამართი: კოსტავას ქ. 75 ბ

საკონტაქტო ნომერი: 555 500 710

 

15:00 საათზე - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N638 (C კორპუსი, VI სართული)

 

17:00 საათზე - საქართველოს პარლამენტის წევრის, ვლადიმერ კახაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)