ლარსის გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა. სწორედ აქედან შემოდის უკონტროლოდ, ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასე ხორციელდება ქართველების ჩანაცვლება.

“ლარსის გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა. სწორედ აქედან შემოდის უკონტროლოდ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი. ისინი მოდიან ჩვენ ქვეყანაში და იღებენ მოქალაქეობას ძალიან მარტივად, "ოცნების" მიერ გამარტივებული პროცედურებით. სწორედაც, რომ ასე ხორციელდება ქართველების ჩანაცვლება, ასი ათასობით ქართველი ტოვებს ჩვენ ქვეყანას უპერსპექტივობის და სიღარიბის გამო, ასი ათასობით რუსი შემოდის, ათი ათასობით მათგანს უკვე მისცეს მოქალაქეობა, კიდევ უფრო მეტს მისცემენ მომავალში, თუ მალე არ გავისტუმრეთ ივანიშვილი და მისი რეჟიმი. 

მე შეგახსენებთ, რომ ეს ხალხი ეუფლება დომინანტურ მდგომარეობას უძრავი ქონების ბაზარზე, ეს ხალხი ეუფლება მათ შორის დიდძალ ქონებას, ბიზნესს და საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას. ამიტომაც აუცილებელია, იმისთვის, რომ გადავრჩეთ, აუცილებელია იმისთვის, რომ არ ავასრულებინოთ მათი მზაკვრული ჩანაფიქრი - საქართველო ქართველების გარეშე, ამისთვის აუცილებელია მალე მოვახდინოთ ამ სისტემის დემონტაჟი", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.