ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში თორნიკე რიჟვაძის მოსანახულებლად მივიდა.

ყოფილ პრემიერ-მინისტრს კლინიკაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კლინიკაშია გადაყვანილი. შსს-ს ინფორმაციით, მან თვითმკვლელობა სცადა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

საქმეზე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.