აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირად საუბარში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, იმოქმედოს „უფრო გაბედულად“ რუსეთთან დაკავშირებით. ამის შესახებ უკრაინის ოფიციალურმა პირმა უკრაინულ მედიას განუცხადა.

"ტრამპი ამბობს, რომ მას ნამდვილად არ სჯერა, რომ პუტინი რამეს გააკეთებს ზეწოლის გარეშე“, – დასძინა ტრამპსა და ზელენსკის შორის ბოლო შეხვედრის დეტალებში ჩახედულმა ოფიციალურმა პირმა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა არ დაადასტურეს, მხარს უჭერს თუ არა ტრამპი პირდაპირ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებს, მათ აღნიშნეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ძალას მთავარ ფაქტორად მიიჩნევს.

უკრაინელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ბოლო დროს განვითარებულმა სამხედრო მოვლენებმა ტრამპი დაარწმუნა, რომ კიევი წლის დასაწყისში არსებულ მდგომარეობასთან შედარებით უფრო ძლიერ პოზიციაშია.