2020News-ის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე ბიზნესში მიდის.

ინფორმაციას ჯერჯერობით "ქართულ ოცნებაში" არ ადასტურებენ.

აღნიშნულს ეხმაურება ალექსანდრე თამაზაშვილიც.

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ ირაკლიმ პროტესტის ნიშნად დატოვა „ქართული ოცნება“, სიმართლეს არ შეესაბამება", - წერს ის.

ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ასევე, იყო თავდაცვის მინისტრი, ბოლოს კი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს.