საერთოდ არ ვაპირებ რეაგირებას ალიანსის მგმობელ სტატუსებზე, მაგრამ ჩვენს გაერთიანებაში, "ვარდების ხელისუფლებაში“ ვის, რა თანამდებობა ეჭირა, რომ დაწერთ, ისიც დაწერეთ, თავად ბიძინას ხელისუფლებაში, რა თანამდებობა გეჭირათ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვინც „ნაცობა ტეხავს" აზრს მიჰყვება,  საკუთარ „ქოცობაზეც" უნდა თქვან  ერთი ორი სიტყვა.

"საერთოდ არ ვაპირებ რეაგირებას ალიანსის მგმობელ სტატუსებზე, მაგრამ ჩვენს გაერთიანებაში, „ვარდების ხელისუფლებაში“ ვის, რა თანამდებობა ეჭირა, რომ დაწერთ, ისიც დაწერეთ, თავად ბიძინას ხელისუფლებაში, რა თანამდებობა გეჭირათ. „ნაცობა ტეხავს" ვინც აწვებით, საკუთარ „ქოცობაზეც" ერთი ორი სიტყვა დაასველეთ. ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო. მოთმინება და საღი აზრი მაქვს", - წერს გვარამია.