ჩემი გვარი ეფშტეინის ფაილებში მოხვედრილა. კერძოდ ვიღაც, ვისი სახელიც პირველად გავიგე, თურმე ეტრაბახება ეფშტეინს, მაგარი კაცი ვარ, იმიტომ რომ სააკაშვილს ვიცნობო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"ეს სასწრაფოდ აიტაცა ივანიშვილის რუსულმა მედიამ. მინდა გკითხოთ, რა გაგიხარდათ?

ერთი ის, რომ ამერიკის ელიტაში ვიღაცა თვლიდა, რომ ჩემთან ნაცნობობის მოგონება საამაყოა, რაც ნათლად აჩვენებს ჩემს გავლენებს მაშინდელ მსოფლიოში.

თუ ის გაგიხარდათ, რომ თქვენი ჯღანები, ჯაყოს მეთაურობით, ეფშტეინის ფაილებშიც კი ვერ მოხვდებიან ვერასდროს?" - წერს სააკაშვილი.