დებიძინიზაცია დაიწყო, მთელი ევროპა უკვე აგვიანებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე წერს.

"ბოლოს და ბოლოს!

სანქციები ბიძინა ივანიშვილისთვის, საქართველოს პუტინუკისთვის, ახლახან ჩამოვიდა ვაშინგტონიდან!

დებიძინიზაცია დაიწყო...

თქვენო აღმატებულებავ, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტო, მთელი ევროპა უკვე აგვიანებს, იხელმძღვანელეთ, შეკრიბე მეზობლები, წადით თბილისში!

ეს ხომ ლიეტუვის უსაფრთხოების ინტერესიცაა და არა მარტო ქართველის..." - წერს იუკნევიჩიენე.