სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს მუქარა უკრაინაში ელექტროენერგიის იმპორტს არ შეაჩერებს, თუმცა მისმა პოლიტიკამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თავად სლოვაკეთს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"როგორც ჩანს, პუტინმა ფიცოს დაავალა მეორე ენერგეტიკული ფრონტის გახსნა უკრაინის წინააღმდეგ სლოვაკეთის ხალხის ინტერესების ხარჯზე. მხოლოდ ამას შეიძლება ნიშნავდეს ფიცოს მუქარა, რომ ზამთარში უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვეტს ჩვენს ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ქსელზე რუსეთის თავდასხმების ფონზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროება წარმოიშვა მხოლოდ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციისა და უკრაინის თბო და ჰიდროელექტროენერგიის წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურების გამო.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ენერგეტიკის მუშაკების მუშაობისა და ევროკავშირთან, აშშ-სთან, ბრიტანეთთან, ნორვეგიასთან, იაპონიასთან და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობის წყალობით, უკრაინაში გათიშვა თავიდან აიცილეს.

მისივე თქმით, ფიცოს არაშორსმჭვრეტელმა პოლიტიკამ სლოვაკეთს უკვე წაართვა კომპენსაცია რუსული გაზის ტრანზიტის დაკარგვის გამო, ახლა ის რისკავს სლოვაკებისთვის წელიწადში კიდევ 200 მილიონი დოლარის ჩამორთმევით, რომელსაც უკრაინა იხდის იმპორტირებულ ელექტროენერგიაში. 

"დიახ, ეს კრიტიკულად აუცილებელი იმპორტი უფასო არ არის და მისი ღირებულება არის მნიშვნელოვანი.  ევროპაში ყველასთვის, მათ შორის სლოვაკეთის მოსახლეობისთვის, ბევრად უფრო მომგებიანი იქნება მეზობლებთან და ევროკავშირთან მუშაობა, რათა გაზარდოს ევროპისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდება, მათ შორის გაზი ამერიკიდან და სხვა პარტნიორებისგან. მხოლოდ ამან შეიძლება, შეამციროს ენერგიის ხარჯები ოჯახების უმრავლესობისთვის.

სლოვაკეთის წილი უკრაინის ელექტროენერგიის იმპორტში დაახლოებით 19%-ია. უკრაინის მთავრობა მუშაობს ჩვენს ევროკავშირის მეზობლებთან ელექტროენერგიის საჭირო მოცულობის შესანარჩუნებლად. სლოვაკეთი არის ერთიანი ევროპული ენერგეტიკული ბაზრის ნაწილი და ფიცომ პატივი უნდა სცეს საერთო ევროპულ წესებს. ნებისმიერ თვითნებურ გადაწყვეტილებას ბრატისლავაში ან მოსკოვის ბრძანებებს ფიცოსთან ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, არ შეუძლია, შეწყვიტოს უკრაინის ელექტრომომარაგება, მაგრამ მათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, შეწყვიტონ სლოვაკეთის ამჟამინდელი ხელისუფლების კავშირები ევროპულ საზოგადოებასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ რუსული გაზის ტრანზიტით გატარებაზე უკრაინის ხელისუფლების უარს საპასუხო ზომებით უპასუხებს.