“ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ“ - ხვალ, 3 თებერვალს, 12:00 საათზე პარლამენტის უკან აქცია დაანონსდა.
მოქალაქეები პარლამენტში კანონპროექტების განხილვების პარალელურად შეიკრიბებიან და “ოცნების“ კანონებში ცვლილებებს გააპროტესტებენ.
“ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ“ - ხვალ, 3 თებერვალს, 12:00 საათზე პარლამენტის უკან აქცია დაანონსდა.
მოქალაქეები პარლამენტში კანონპროექტების განხილვების პარალელურად შეიკრიბებიან და “ოცნების“ კანონებში ცვლილებებს გააპროტესტებენ.
1775227139
ჯაღმაიძის თქმით, სინოდის დღევანდელი სხდომა ეძღვნებოდა საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრას."სინოდის სხდომაზე განისაზღვრა გარკვეული პროცედურები შემდეგი სინოდისა და გაფართოებული კრების გასამართად. მათ შორის, ჩამოყალიბდა სამი კომისია – სამანდატო, ხმის დამთვლელი და სარედაქციო. განისაზღვრება ამ კომისიებში შემავალი წევრების საკითხი. კომისიის სახელწოდებები თავად ლაპარაკობს ფუნქციაზე. პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებული პროცესი არ არის მარტივი პროცესი – უნდა დაითვალოს ხმები, მით უმეტეს, გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატი იქნება, მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი. არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არცერთ საფეხურზე. ამიტომ საორგანიზაციო კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და საჭიროა შეთანხმება ამ თემებზე. ვიცით, რომ გაფართოებული სხდომა გაიმართება სამების ტაძარში, შემდეგი სინოდის სხდომა კი – 24 აპრილს“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.ამასთან, ჯაღმაიძის ინფორმაციით, სწორედ ამ სხდომაზე მოხდება პატრიარქობის სამი კანდიდატის გამორჩევა.წმინდა სინოდის სხდომა, სადაც პატრიარქობის კანდიდატებს შეარჩევენ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ უნდა ჩაინიშნოს.
1775227018
მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე პროცედურული საკითხების განიხილებოდა."თითქმის 6-საათიანი სხდომა იყო, რომელიც ცივილიზებულ, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, გამოვთქვით ჩვენი აზრები, მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ძირითადად პროცედურული საკითხების განხილვა იყო, მაგალითად, როგორ უნდა ჩატარდეს სინოდი მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით. ასევე, შეიქმნა საარჩევნო კომისია.რაც შეეხება პატრიარქობის კანდიდატის განათლებისა და ასაკის საკითხს, ამაზე მსჯელობა შედგება მომავალში, როდესაც კანდიდატებთან დაკავშირებული სინოდის სხდომა გაიმართება. ასაკი არ წარმოადგენს იმპერატიული ხასიათის საკითხს, დამოკიდებული იქნება კენჭისყრაზე. მომდევნო სინოდის სხდომა სავარაუდოდ, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ გაიმართება. ამის შემდეგ კი იქნება გაფართოებული სხდომა, რომელზეც პატრიარქს ავარჩევთ“, – განაცხადა მეუფე ზენონმა.საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ეროვნებით ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით – არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.
1775222871
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „კანონიერი ქურდების“ დავალებით, "ქურდული სამყაროს“ წევრებმა ორ ფიზიკურ პირს დავა გადაუწყვიტეს, რის სანაცვლოდაც გარკვეული სარგებელი მიიღეს.სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2025 წლის 17 ივლისს დააკავეს. ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით ("კანონიერი ქურდობა“), ხოლო ორ პირს 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ("ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა.სასამართლომ "კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10 წლით, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულებს 8 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.პროკურატურა, აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს", - აცხადებენ პროკურატურაში.
1775220733
მისივე თქმით, ძალადობის ამსახველი ვიდეომასალის შესახებ ბრალდებული რიკაძის ოჯახის წევრი ინფორმირებული იყო და მის განადგურებას სთხოვდა."მე ვაცნობიერებდი, რომ დასკვნითი სიტყვის მოსმენა მძიმე იქნებოდა მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალები წერტილ-მძიმიანად ვიცი, საქმის მასალებში რაც დევს, მაგრამ მეტყველების უნარი მაქვს დაქვეითებული, იმიტომ, რომ მე არ მქონდა ჩემი შვილის უშუალოდ მკვლელობის სურათი ნანახი, ეს იყო უმძიმესი. ვუყურე ვიდეოს, რომელიც მე ნანახი არ მქონდა და შოკი მივიღე, დარბაზში დიდხანს ვერ გავჩერდი და გამოვედი. მე, გიგა ავალიანის დედამ დღეს ვუყურე, როგორ მოკლეს ჩემი შვილი. მე არ მქონდა ჩემი შვილის მკვლელობის ეპიზოდი ნანახი, კი მაქვს სახლში, მაგრამ ვერ ვნახე და მე მინდა ეს მართლა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ჩემი შვილი დაეცა მოწყვეტით და მაშინვე თვალებგახელილი.. ოჯახი ჩვენით ვხვდებოდით, რომ ის იყო ელექტროშოკით გათიშული და მერე იყო დარტყმული.ალექსანდრე გაბაშვილს ტელეფონში ფილმი ჰქონდა ძალადობებზე, ფილმი.ამაზრზენი იყო დღევანდელ დასკვნით სიტყვაში გაჟღერებული ფაქტები, კერძოდ ის, რომ რიკაძის ბებია ეუბნება სახლში - შვილო, რამდენჯერ ვუთხარი, ამას ტელეფონში ნუ ინახავთ, საშიშია - ის კი არ უთქვამს ნუ ურტყამთო, არამედ - "ამას ტელეფონში ნუ ინახავთ, საშიშიაო“.რიკაძის დედა ამბობს, რომ ალექსანდრე გაბაშვილის დედამ ხათუნამ დამირეკაო და მითხრაო - „პოლიცია მოდის ჩხრეკაზეო“. მე რომ ვამბობ, რომ ფარული ზარებით ალექსანდრე გაბაშვილმა იცის რა დროს, რა ხდება, ეს მართალია და პროკურორმა ქეთი სონიძემაც დაადასტურა. გიორგი რიკაძის დედას თინათინ პაპასკირს შენახული და გამზადებული ჰქონდა გადასაყრელად ის ნეონაცისტური დაჯგუფებების დამახასიათებელი სიმბოლიკები და დარდობდა, რომ გადაყრა ვერ მოასწრო. იმას კი არ დარდობს, რომ ხალხს ურტყამენ, არამედ ის, რომ გადაყრა ვერ მოასწრო. ეს კი გარკვეულწილად აღიარებითი ჩვენებაა მათი მხრიდან.იყო მომენტი, "ორ ნაბიჯში“ შედის სამი მოძალადე, იქიდან ახალგაზრდა გამოჰყვათ და მოლარე მეორე თანამშრომლებს ეუბნება, კარები დაკეტე კიდევ არ შემოვიდნენო. ის კი არა, რომ ხმა ამოიღოს და იყვიროს, რომ ასეთი რამე მოხდა.იმ ხალხს, რომლებიც დაზარალებულები არიან, დედა არ ჰყავდათ? მაინც და მაინც ჩემი შვილი უნდა მომკვდარიყო? ყველა საფრთხეში ხართ ამათ ხელში, ყველა ღმერთმა დაგიფაროთ. ესენი არიან სისხლმოწყურებული ავადმყოფები. ამათი გამოსწორება არ იქნება. ციხეს მაშინ აქვს აზრი, წლებს, რომ თუკი ის გამოასწორებს - ამათი გამოსწორება არ იქნება, ესენი არიან დაავადებულები, სისხლმოწყურებულები, ჩემთვის ეს იყო შოკი, მართლა", - განაცხადა ეკა კუპატაძემ.28 წლის მასწავლებელი გიგა ავალიანი თბილისში, თემქის დასახლებაში, არასრულწლოვნების თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა; ავალიანის მკვლელობის საქმეზე ოთხი პირია დაკავებული.
1775219360
აღნიშნული ეტაპი 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. საყოველთაო რეგისტრაციამდე მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე სასურველ სკოლაში პრიორიტეტულად დარეგისტრირდნენ.ტერიტორიული პრინციპი საპილოტე რეჟიმში 12 ქალაქში ამოქმედდება: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი.მისამართის განსაზღვრისას სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დაეყრდნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით დაფიქსირებულ მისამართებს.დეტალური ინფორმაცია სასკოლო უბნებთან დაკავშირებით ქალაქების მიხედვით:თბილისი - 10 სასკოლო უბანი: ისანი, სამგორი, ვაკე, საბურთალო, დიდუბე, ჩუღურეთი, გლდანი, ნაძალადევი, მთაწმინდა და კრწანისი.მშობელს შეუძლია აირჩიოს სკოლა, ბავშვის რეგისტრაციის მისამართის შესაბამის სასკოლო უბანში. ასევე, თბილისის შემთხვევაში, სასკოლო უბნის საზღვართან ახლოს რეგისტრირებულ ბავშვის მშობელს, შესაძლებლობა აქვს რეგისტრაცია განახორციელოს მომიჯნავე სასკოლო უბნის სკოლაში, თუ რეგისტრაციის მისამართიდან ამ სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ აღემატება 1 კილომეტრს. ქუთაისი -5 სასკოლო უბანი:სასკოლო უბანი - ავტოქარხანა;სასკოლო უბანი - გამარჯვება, უქიმერიონი, გუმათი;სასკოლო უბანი - ნიკეა, ვაკისუბანი, სულხან-საბა;სასკოლო უბანი - ქალაქი მუზეუმი, საფიჩხია;სასკოლო უბანი - ძექვიანი, კახიანოური, მუხიანი. ბათუმი - 4 სასკოლო უბანი:სასკოლო უბანი - ბაგრატიონი 1, ბაგრატიონი 2, ბონი, ჯავახიშვილი, კახაბერი, აღმაშენებელი;სასკოლო უბანი - ხიმშიაშვილი, რუსთაველი, ძველი ბათუმი;სასკოლო უბანი - თამარი, მწვანე კონცხი;სასკოლო უბანი - გონიო, აეროპორტი, სამრეწველო; რუსთავი - 3 სასკოლო უბანი:სასკოლო უბანი - დ. აღმაშენებლის, ი. ჭავჭავაძის, 13 ასურელი მამის, ჟ. შარტავას ადმინისტრაციული ერთეული;სასკოლო უბანი - ვ. გორგასლის, ი. ცურტაველის, შ. რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული;სასკოლო უბანი - გ. ჭყონდიდელის, ნ. ბარათაშვილის, ძველი რუსთავის ადმინისტრაციული ერთეული.რაც შეეხება ზუგდიდს, ამბროლაურს, ოზურგეთს, ახალციხეს, გორს, მცხეთას, თელავს და ფოთს - აღნიშნული ქალაქები სასკოლო უბნებად არ არის დაყოფილი და ბავშვის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შესაბამის ქალაქში მდებარე საჯარო სკოლებში.რეგისტრაციის დაწყებამდე გადაამოწმეთ, რომელ სკოლაში შეგიძლიათ ბავშვის რეგისტრაცია: https://rb.gy/h3z514"- აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.
1775218999
რუსებმა სულ 37 რაკეტა და 542 დრონი გაუშვეს. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო 25 რაკეტა და 515 დრონი.კიევის ოლქში საჰაერო დარტყმა განხორციელდა მაღალსართულიან შენობაზე და ვეტერინარულ კლინიკაზე (მოკლულია 20 ცხოველი). ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.ხარკოვზე ორი დღის განმავლობაში 37 დარტყმა განხორციელდა. დაზიანდა 25 მაღალსართულიანი შენობა და ეკლესია, დაშავებულია ხუთი ადამიანი.ჟიტომირის ოლქი: ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაჭრილი ნანგრევებიდან გამოიყვანეს. დაზიანდა 15 სახლი.სუმი: დაბომბეს ქალაქის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრი, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი.პოლტავა: დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა და ავტოფარეხი. ერთი ადამიანი დაშავდა.დაბომბვის გამო ელექტროენერგიის გათიშვა და ქსელის ახალი დაზიანება დაფიქსირდა სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს რეგიონებში.რუსული დრონების თავდასხმა უკრაინაზე 3 აპრილის ღამე დაიწყო და დღეს შუადღემდე გაგრძელდა.
1775217403
5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი."მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)" - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
1775216960
ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, კაირო - ბათუმი - კაიროს საჰაერო ხაზზე არარეგულარული (ჩარტერული) რეისები 30 ივნისიდან 22 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს შესრულდება. აღსანიშნავია, რომ კაიროსა და ბათუმს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არასოდეს განხორციელებულა.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 30 მარტს მიანიჭა.დღეისათვის, Air Cairo ფრენებს ასრულებს შარმ-ელ-შეიხს და თბილისს შორის, კვირაში 1 სიხშირით. ახალი მიმართულებით ფრენების დაწყება ეგვიპტის დედაქალაქსა და საქართველოს საზღვაო კურორტს შორის ახალ ტურისტულ დერეფანს ხსნის, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული ჯგუფების ტრანსპორტირებას.
22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
1774099321
21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
1774026579
პეტრე ცისკარიშვილი - ეს ორი რეჟიმი როცა მაქსიმალურად დასუსტდება და დასრულდება, მაშინ იქნება მიშა თავისუფალი
1774256748
"ღრმად სიმბოლურია, რომ ერთსა და იმავე დროს პატრიარქი ილია და პატრიარქი ფილარეტი დატოვებენ ამ სამყაროს"
1774179644
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I საქართველოში ჩამოვიდა
1774166503