ივანიშვილმა გააკეთა უკვე ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგონ უვიზო მიმოსვლა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, თუ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლა დაკარგეს, ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება.

"ივანიშვილი აკეთებს და გააკეთა უკვე ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგონ უვიზო მიმოსვლა. თუ ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა, ამაზე ერთადერთი პასუხისმგებელი იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილი იმიტომ, რომ უვიზო მიმოსვლა არ არის გარანტირებული სიკეთე, არამედ ის არის კონკრეტულ დამსახურებებზე დაფუძნებული მოცემულობა.

საქართველო იყო ლიდერი რეგიონში ყველა საკვანძო მიმართულებით და დღეს საქართველო არის ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით ამ რეგიონში", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.