დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ღობე წინასწარ იყო გადაჭრილი, რადგან ამის გამომრიცხავი გარემოება ექსპერტს წარმოდგენილი და შეფასებული არ აქვს, - ამის შესახებ ადვოკატმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოსა და პროვოკაციის მიზანი იყო, რომ ადამიანები მასობრივად შესულიყვნენ პრეზიდენტის სასახლის ეზოში, რაც არ მოხდა.

"დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ღობე წინასწარ იყო გადაჭრილი, რადგან ამის გამომრიცხავი გარემოება ექსპერტს წარმოდგენილი და შეფასებული არ აქვს.

დღევანდელი განცხადება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, პირდაპირ პროკურორის მითითებით არ მოხდა ღობის სექციის ამოღება, თითქოს იმიტომ, რომ ის დიდი ზომის იყო, მაშინ როდესაც, ღობის სექციების ამოღება შეუძლებელი არ იყო, მიგვანიშნებს იმაზე, რომ პროკურატურის ინტერესში არ იყო, რომ საქმეში, მომავალში ობიექტური გამოძიების დროს, ყოფილიყო შესაძლებლობა გადამოწმების, ღობე წინასწარ დაზიანებული ხომ არ იყო. სახელმწიფოსა და პროვოკაციის მიზანი იყო, რომ ადამიანები მასობრივად შესულიყვნენ პრეზიდენტის სასახლის ეზოში, რაც არ მოხდა, ამის მიზანი არ არსებობდა და მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.