ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია.

"მოხარული ვარ, მოვიწვიო პრეზიდენტი ზურაბიშვილი, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად.

მე აღფრთოვანებული ვარ მისი სიმამაცით, რომელიც ივანიშვილისა და მისი მეგობრების – ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის თავდასხმების წინააღმდეგ აჩვენა", - წერს უილსონი.