თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან  IRI-ის კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის შედეგები მათმა არასახელმწიფოებრივმა ქმედებებმა განსაზღვრა.

"კვლევაც არ სჭირდება იმას, რომ ადამიანებმა განსაზღვრონ, რა ხდება პოლიტიკურ ველზე, რომელ პოლიტიკურ პარტიას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. როდესაც შენს  ქვეყანას არ ემსახურები, შენი ქმედებები განპირობებულია გარედან მიღებული დავალებებით, ხალხის მხარდაჭერა არ გექნება. ოპოზიციად წარმოდგენილი ადამიანები, რეალურად, არიან აგენტურის წარმომადგენლები. ცდილობენ, საქართველოში თავიანთი პატრონების ინტერესები გაატარონ. ეს არ გამოუვათ, ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს და იღებს სწორ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კახა კალაძემ