კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ, პოლიტიკურ პარტიებს პოზიციები კიდევ უფრო დაგვეახლოებინა ერთმანეთისადმი, რადგან სწორედ ეს არის ხალხისა და საზოგადოების დაკვეთა, -  ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმე არის ერთობის მომხრე, ეს არის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა".

"თუ ვინმე არის ერთობის მომხრე, ეს არის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ, რა თქმა უნდა, შემიძლია გითხრათ გულწრფელად, რომ სხვადასხვა საკითხზე არის აზრთა სხვადასხვაობა. 

კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ, პოლიტიკურ პარტიებს პოზიციები კიდევ უფრო დაგვეახლოებინა ერთმანეთისადმი, რადგან სწორედ ეს არის ხალხისა და საზოგადოების დაკვეთა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის კონკრეტული სახის პრობლემები, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს პრობლემები იქნება დაძლეული", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.