"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას განაჩენს ეხმაურება.

"კობახიძე დანიის დემოკრატიაზე ნერვიულობს, ამავე დროს, მისი უშუალო უფროსის მითითებით, სისტემა პოლიტიკოსს საჯარო სიტყვისთვის 2 წლით პატიმრობას უსჯის.

ლევან ხაბეიშვილის საჯარო დაპირება (პოლიტიკოსის საქმეა სიტყვა, დაპირება, საუბარი) პატიმრობით შეფასდა იმ ფარისევლების მიერ, ვინც საჯაროდ ხალხს სოლარიუმებს ჰპირდებოდა, არჩევნებში პირდაპირ ფულს იხდიდნენ ხმებისთვის და ამის გამო არავინ დასჯილა, ქვეყანა ოფშორებად გადააქციეს, ბავშვების საკვების და ჯარის ფულს იპარავდნენ.

არაფერია უსასრულო და მათი ტყუილი და ფარისევლობაც აუცილებლად სასრული აღმოჩნდება.

თავისუფლება ლევან ხაბეიშვილს, მურთაზ ზოდელავას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს", - წერს დეკანოიძე.

სასამართლომ ლევან ხაბეიშვილს 2.6 წლით პატიმრობა, მურთაზ ზოდელავას კი, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე თავისუფლების 7 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი, 9-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.