თუ არ შეგვეშინდება და გავიაზრებთ სააკაშვილის მოწოდებას, გავერთიანდეთ დროშის გარშემო, გამარჯვება გარდაუვალია, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

"არ ვაპირებ მოთქმა-გოდებას, მიუხედავად იმ სატანჯველისა, რასაც სამარტოო საკანში გატარებული ყველა წუთს თან ახლავს. ნამდვილ დისიდენტებს 7 წელი მიუსაჯეს, სტუდენტები არიან მძევლად და შესაბამისად, ხელების ჩამოშვება დანაშაულია. ჩვენსა და გამარჯვებას შორის დგას შიში, რომელსაც ივანიშვილი ყოველ წამს კიდევ უფრო აღვივებს, თუ არ შეგვეშინდება და გავიაზრებთ სააკაშვილის მოწოდებას, გავერთიანდეთ დროშის გარშემო, გამარჯვება გარდაუვალია. მანამ ვიქნებით ქოცების ხელში, სანამ გამბედაობას არ მოვიკრებთ და შეტევაზე არ გადავალთ. შეტევა ნიშნავს 100 ათასობით ადამიანის პროტესტს.

რაც შემეხება მე - 1.5 დამრჩა და ერთი სული მაქვს ვემსახურო ჩემ ხალხს. არ დანებდეთ, ძალა ერთობაშია. მადლობა tv პირველს, უკიდურესად მაძლიერებთ, პირადად მინდა ყველას ჩაგეხუტოთ“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს, მურთაზ ზოდელავას კი თავისუფლების 9 თვით აღკვეთა. ზოდელავას 4 ოქტომბრის საქმეზე უკვე მისჯილი აქვს 7-წლიანი პატიმრობა.