მერწმუნეთ, არ არის ეს კარგი ზარი ივანიშვილისთვის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე წერს.

"მეგობრებო, სახელმწიფო დეპარტამენტის ტექსტი და "ქართული ოცნების" გავრცელებული განცხადება რუბიოს ზარზე რომ არ ემთხვევა ერთმანეთს? 

ჯერ გვიან გაავრცელეს. არ იცოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტი რას დაწერდა. 

მაგრამ კობახიძეს რაც უნდოდა  - ის ჩაწერეს განცხადებაში და ამ დროს, სახელმწიფო დეპარტამენტის ტექსტი ძალიან ლაკონური, მოკლე და მკაცრია. სხვა შინაარსის. 

მერწმუნეთ, არ არის ეს კარგი ზარი ივანიშვილისთვის. ჩვენ ნუ შევუწყობთ ამას ხელს", - წერს დეკანოიძე.