ნამდვილად კომიკურია მდინარაძის ფიგურა და მისი პოლიტიკური “მოღვაწეობაც”, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უმძიმეს კრიზისშია „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ასეთი ღრმა ეროზია ზუსტად იმ სისტემის ბრალია, რაც ივანიშვილმა შექმნა. 

"ნამდვილად კომიკურია მდინარაძის ფიგურა და მისი პოლიტიკური “მოღვაწეობაც”, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უმძიმეს კრიზისშია „ქართული ოცნება“. ასეთი ღრმა ეროზია ზუსტად იმ სისტემის ბრალია, რაც ივანიშვილმა შექმნა და ილუზია ჰქონდა, რომ უძლეველი იყო.

კობახიძესაც სულ რომ მოულოდნელი შემცვლელი მოუძებნოს - ამ კრიზისიდან ვერ გამოვა ივანიშვილი. ასე ემართებათ ფულზე დახარბებულ სულელებს“, - წერს ხატია დეკანოიძე.

მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.