ღარიბაშვილმა ხომ იცის თავად, რომ პრემიერი უბრალოდ ფორმალურად იყო? თავად ხომ იცის, სუსის საშუალო რანგის თანამშრომელი რომ აცვლევინებდა გადაწყვეტილებებს?! რაღატომ მობრუნდა ამის ფონზე მეორედ პრემიერ-მინისტრად?!, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მეორედ პრემიერობის ფასს ახლა იხდის ირაკლი ღარიბაშვილი.

"ახლა ირაკლი ღარიბაშვილს, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს თმის ღერი რომ ჩამოუვარდეს, ხომ ვიცით, რომ პასუხისმგებლობა კობახიძის, ივანიშვილის და ამ გუნდის იქნება, ამაში ხომ ორი აზრი არ არის?! უნდა გავიხსენოთ თორნიკე რიჟვაძე, როდესაც ღვთის მადლით, ის სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ახლა ეს ადამიანი საზოგადოებისთვის აღარ არსებობს, თავის ქვეყანაში ვერ ჩამოდის, გარდა ამისა, არავინ იცის, მტყუანი იყო თუ არა, ის წერილი მისი იყო თუ არა, მაგრამ ის, რომ ადამიანი ცოცხლობს და სუნთქვას, არ ნიშნავს, რომ ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ რა ვიცი, ეს ამათი არჩევანია. გულწრფელად რომ მინდოდეს შველა, ვერ დავეხმარები იმიტომ, რომ მათ თავად აირჩიეს ამ ტიპის ცხოვრება.

ძალიან მაინტერესებს, ღარიბაშვილი ჩვენს შვილებს რომ სატანისტებს ეძახდა, მაშინ რას ფიქრობდა? მაშინ ერთხელ მაინც რომ დაფიქრებულიყო თუნდაც საკუთარ მომავალზე და შვილებზე... რატომ გაწირა ასე თავი და ოჯახი?!

ღარიბაშვილმა ხომ იცის თავად, რომ პრემიერი უბრალოდ ფორმალურად იყო? თავად ხომ იცის, სუსის საშუალო რანგის თანამშრომელი რომ აცვლევინებდა გადაწყვეტილებებს, თორემ არაჩვეულებრივად შეეძლო რაღაცების გაგება და გააზრება და ვერ ვიტყვი, რომ არ უნდოდა, რაღაც კარგი საქმე გამოსვლოდა, მაგრამ ხომ მიხვდა, რომ უბრალოდ მას შესაძლებლობებს არ აძლევდნენ?! აი, ამის მერე მეორედ რატომ მობრუნდა პრემიერ-მინისტრად? ფასი, მისი მეორედ მობრუნების არის ის, რასაც ახლა იხდის", - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.