ხედავენ, რომ ჩვენ ვააშკარავებთ ფაქტს, რომ ამ დანაშაულებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ კავშირი არ აქვს და შესაბამისი მტკიცებულებები წარდგენილი არ არის სასამართლოში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ვალდებულება, ყველა მტკიცებულება იქნეს გამოკვლეული, რაც საქმეში წარდგენილი არის.

"ხედავენ, რომ ჩვენ ვააშკარავებთ ფაქტს, რომ ამ დანაშაულებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიას "ნაციონალურ მოძრაობას“ კავშირი არ აქვს და შესაბამისი მტკიცებულებები წარდგენილი არ არის სასამართლოში.
მოსარჩელე მხარეს და სასამართლოსაც ვატყობთ, რომ ეს პროცესი არ მოსწონთ და უნდათ, რომ ეს პროცესი გადააქციონ მარტო დოკუმენტური განხილვის საგნად, რომ ჩვენ პოზიცია წარვადგინოთ და ყველაფერი ვთქვათ დასკვნით სიტყვაში. ასე არ გამოვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ვალდებულება, ყველა მტკიცებულება იქნეს გამოკვლეული, რაც საქმეში წარდგენილი არის. ჩვენ ამ მტკიცებულებების გამოკვლევას ვითხოვთ, მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს გადაახტა სასამართლო და გვითხრა, კითხვა-პასუხის რეჟიმში არ შეგზღუდავთო, რომ მტკიცებულებებზე მსჯელობა მოახდინოთ და ამიტომ მოვითხოვთ სასამართლოსაგან თავისივე დადებული პირობის და კანონისმიერ ვალდებულების შესრულებას“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.