პოლიტიკური პლატფორმა “ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების დაკავებას ეხმიანება.

მისი თქმით, “ეს არის შეშინებული ხელისუფლების მოქმედება“.

ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ გლდანში მძევლად აიყვანეს პოლიტიკოსები.

"ეს არის მცდელობა, რომ ძალადობრივი მოქმედებებით შეგაშინებთ. ასეულობით ადამიანია გამოსული გლდანში, რომელიც გულშემატკივრობს ირაკლის, რომელიც უსამართლობას უყურებს. სახლში შეუვარდნენ, ფაქტობრივად ოჯახში. სალაპარაკო აღარ აქვს ხალხთან ივანიშვილს, დადის დუშკაბინით და ხალხს ვეღარაფერს ჰპირდება, კი არ ეუბნება დაგეხმარებით, აგაშენებთ, არა, პირიქით, როცა ჩვენ ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ, გვეუბნება, დაგაშანტაჟებთ, დაგიჭერთ და საერთოდაც აფეთქებით დაგვემუქრა კობახიძე“, - განაცხადა ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.