სამიზნე არის თიკა რუხაძე და ბაკურ ბაკურაძე. ყველაზე მძიმე ის არის, როცა მთელი საქართველო ილია მეორის გარდაცვალებას გლოვობდა, "ოცნების" წარმომადგენლები პატრიარქის დაკრძალვის თანხებს იპარავდნენ და ინაწილებდნენ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კორუფციაზე მეტია.

"მამუკა მდინარაძე შინა პატიმრობაშია, მას "ოცნების" ჩრდილოვანი სალაროდან მოპარულ ფულს ედავებიან, რომელიც კრიპტოში გადაიტანა. მის გადაადგილებას პირადად აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი ჩუბინიძის ხელით. მას, "ოცნების" ფურცლის გენერალს, დაუხსნეს მეგობრები, შემოსავლების და ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელები და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.

სამიზნე არის თიკა რუხაძე და ბაკურ ბაკურაძე. ყველაზე მძიმე ის არის, როცა მთელი საქართველო ილია მეორის გარდაცვალებას გლოვობდა, "ოცნების" წარმომადგენლები პატრიარქის დაკრძალვის თანხებს იპარავდნენ და ინაწილებდნენ. ეს არ არის მხოლოდ კორუფცია", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.