საქართველოში უკუსვლაა, ისე, როგორც სხვა არცერთ ქვეყანაში, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა. 

მისივე თქმით, თუ ქვეყანას სურს, წინ წაიწიოს ევროპულ გზაზე, უნდა მოიქცეს სხვანაირად და  ეს მთავრობას ეხება.

"დასკვნები საბჭოში იქნება, მაგრამ იცით, რა რეკომენდაციები და დასკვნები იყო გაფართოების ანგარიშში. ამ ანგარიშში ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოში უკუსვლაა, ისე, როგორც სხვა არცერთ ქვეყანაში. თუ ქვეყანას სურს, წინ წაიწიოს ევროპულ გზაზე, უნდა მოიქცეს სხვანაირად, ეს მთავრობას ეხება.

რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომშიც მხარს დავუჭერთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ იმედი მივცეთ ხალხს, არამედ ვუთხრათ მთავრობასაც, რომ სწორი არ არის, როდესაც ხალხის სურვილს არ ითვალისწინებენ. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება ევროპულ გზას და ეს მათ ხელშია", - განაცხადა მარტა კოსმა.