ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
შემთხვევა თბილისის ქუჩაზე მოხდა.
როგორც ცნობილია, ის ელექტროგაყვანილობის სამუშაოებს ასრულებდა.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
შემთხვევა თბილისის ქუჩაზე მოხდა.
როგორც ცნობილია, ის ელექტროგაყვანილობის სამუშაოებს ასრულებდა.
ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
1765802647
კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 32%-მა განაცხადა, რომ მათ ნდობა არ აქვთ.გამოკითხვაში აღნიშნულია, რომ ნდობისა და უნდობლობის ბალანსი +29%-ია, რაც თითქმის ოქტომბრის დასაწყისის მონაცემებს შეესაბამება.ამავდროულად, სოციოლოგებმა ბოლო კვირების განმავლობაში დადებითი ტენდენციები დააფიქსირეს. ნოემბრის ბოლოს (26-30 ნოემბერი) გამოკითხულთა შორის მოქალაქეების 49% ენდობოდა ზელენსკის, ხოლო დეკემბერში (1-13 დეკემბერი) ეს მაჩვენებელი 63%-მდე გაიზარდა.ნდობის ყველაზე მაღალი დონე 8-13 დეკემბერს დაფიქსირდა - გამოკითხულთა 65%-მა განაცხადა, რომ ენდობიან. ეს მიუთითებს პრეზიდენტის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ზრდაზე წლის ბოლოს.ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში დემოკრატია აღარ არის, რადგან არჩევნები დიდი ხანია არ ჩატარებულა და თითქოს ომი გამოიყენება საბაბად, რომ არჩევნები არ ჩატარდეს.პასუხად, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა დაადასტურა. მან შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება სთხოვა, რათა საარჩევნო პროცესის 60-90 დღეში ჩატარება გახდეს შესაძლებელი.გარდა ამისა, ზელენსკი პარლამენტის წევრებისგან წინადადებებს ელოდება საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც არჩევნების საომარი მდგომარეობის პირობებში ჩატარების საშუალებას მისცემს. მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს კენჭისყრის ჩატარების იდეას, რათა მანიპულაციების ადგილი არ დარჩეს.ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ საარჩევნო პროცესის დროს ცეცხლის შეწყვეტა იქნება უზრუნველყოფილი.
1765801643
"უნდა გვახსოვდეს, თუ რატომ უნდათ ქვეყნებს ნატოში გაწევრიანება – რადგან მათ არ სურთ, რომ რუსეთი მათ თავს დაესხას. სწორედ ამიტომ შეუერთდნენ შვედეთი და ფინეთი ნატოს; სწორედ ამიტომ შეუერთდნენ ბალტიის ქვეყნები ნატოს, რათა ჰქონდეთ ეს თავდაცვითი ქოლგა. ახლა თუ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ან გამორიცხულია, მაშინ ჩვენ უნდა ვნახოთ, რა არის უსაფრთხოების ხელშესახები გარანტიები. ეს არ შეიძლება იყოს დოკუმენტები ან დაპირებები. ეს უნდა იყოს რეალური ჯარები, რეალური შესაძლებლობები, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა.უნდა გვესმოდეს, რომ დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის. თუ ის დონბასს მიიღებს, მაშინ ციხესიმაგრე დაეცემა და შემდეგ ის აუცილებლად გააგრძელებს მთელი უკრაინის დაპყრობას. და თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ სხვა რეგიონებიც საფრთხეში აღმოჩნდებიან. ეს ისტორიიდან ვიცით და ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ“, – განაცხადა კაია კალასმა.
1765801001
მისივე თქმით, 25-იდან, როდესაც დაიწყება არსებითი განხილვა, დაცვის მხარე გამოიკვლევს შესაბამის დოკუმენტაციას."მოსამართლემ ნაწილობრივ დოკუმენტაცია ცნო დაუშვებლად, ეს დოკუმენტაციის ნაწილი ამოღებულია გამოძიების მიერ. დაუშვებლად ცნო ის ნაწილი, რაზეც მოწმე, რომელიც ამ შპს-ს ბუღალტერი იყო, განმარტებას აძლევდა თითოეულ გადარიცხვა-გადმორიცხვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ყველა ის დოკუმენტაცია, რაზეც მას პასუხი უნდა გაეცა, საქმეში დევს და შესაბამისად, 25-დან, როდესაც დაიწყება არსებითი განხილვა, გამოვიკვლევთ ამ დოკუმენტაციას. დაადასტურეს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს ჰქონდა შესაბამისი შემოსავლები და ის წარდგენილი ბრალდება არ შეესაბამება რეალობას", - განაცხადა დიმიტრი ხაჩიძემ.თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოსამართლეს დღევანდელ სხდომაზე სთხოვა, რომ საქმეს ის ფინანსური დოკუმენტი დაერთოს, რაც დაადასტურებს, რომ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან კავშირი არ აქვს“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა.ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
1765798697
15 დეკემბერს, შიმქენთი-თბილისი-შიმქენთის საჰაერო ხაზზე პირველი ავიარეისი Boeing 737-ს ტიპის თვითმფრინავით შესრულდა. თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველმა კომპანია ტავ ჯორჯიამ საინაუგურაციო ფრენის აღსანიშნავად აეროპორტში სიმბოლური ღონისძიება გამართა.აღნიშნული უკვე ყაზახეთის მეხუთე მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. საქართველოს მთავარი აეროპორტიდან რეისები სრულდება ასევე ალმათის, ასტანის, ატირაუს და აქთაუს მიმართულებით.ავიაკომპანია Scat Airlines თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აქთაუს მიმართულებითაც ასრულებს რეისებს. აღნიშნულ მიმართულებაზე კომპანია Boeing 737 და CRJ-12 ტიპის საჰაერო ხომალდებით ოპერირებს და კვირაში 3-ჯერ დაფრინავს. ასევე, აღნიშნული ავიაკომპანია რეისებს ასრულებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.Scat Airlines ყაზახური ავიაკომპანიაა, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო გადამყვანს შუა აზიასა და მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული ავიაკომპანია 60 მიმართულებით ახორციელებს ავიარეისებს და მისი მთავარი ჰაბი სწორედ შინქენთის საერთაშორისო აეროპორტია. შიმქენთი ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე დინამიკურად განვითარებადი ქალაქია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, უზბეკეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ის ყაზახეთის სიდიდით მესამე ქალაქია ასტანისა და ალმათის შემდეგ და ქვეყნის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ, სავაჭრო და კულტურულ ჰაბს წარმოადგენს.
1765793161
მისივე თქმით, მოსამართლემ ამ პრაქტიკით, ფაქტობრივად, დაადგინა, რომ ამ ნორმებზე დაყრდნობით გადაწყვეტილება მას არ შეეძლო, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმსჯელებდა აღნიშნულ ნორმებზე."ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომელიც მოსამართლე ხუჭუამ გამოიყენა. მან თავისი პრაქტიკით, ფაქტობრივად, დაადგინა, რომ ამ ნორმებზე დაყრდნობით გადაწყვეტილება მას არ შეეძლო, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმსჯელებდა ამ ნორმებზე, თუმცა ახლა საკონსტიტუციო სასამართლოზეა ჯერი, რომ მან დროულად განიხილოს ეს საკითხები.საკონსტიტუციო სასამართლოში არის არაერთი საქმე, რომელიც ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომელიც უკვე წლებია, გასაჩივრებულია და ჩვენ დღემდე ველოდებით ამ საქმეებზე გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მისი განსახილველი რამდენიმე საქმის წარმოება კვლავ შეაჩერა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
1765791406
დიზაინერებმა ანკა ქოიავამ, ლიზა ყაჯრიშვილმა და მასო მწარიაშვილმა "ალტიჰატიდან" გადაღებული მთის პეიზაჟები გრაფიკულ გამოსახულებად აქციეს. ტექსტები კი, რომელიც ბალაკლავაზე დაიტანეს, Reckless-ის მკაფიო მესიჯს და "ალტიჰატის’’ ხასიათს ერთდროულად ატარებს."რადგან ქუჩის სტილი და სამთო სპეციფიკა ძალიან განსხვავებულია, ამიტომ ამ აქსესუარზე შევჯერდით. ეფექტურიცაა და მოძრაობაშიც ხელს არ გიშლის“, - ამბობენ დიზაინერები.ეს კოლაბორაცია არც ერთ ბრენდს კომერციული ინტერესით არ დაუწყია. Reckless -ის აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე აფრიდონიძე ამბობს, რომ როგორც წესი, სხვა კომპანიებთან თანამშრომლობას ფრთხილად ეკიდებიან. ,,ალტიჰატის’’ შემთხვევაში, კი, მალევე მიხვდნენ, რომ გემოვნება, ხედვები და შესრულების ხარისხი ერთმანეთს ემთხვეოდა.„ორივე ბრენდი თავად ქმნის თემს და ე.წ. community builder-ია. ერთი - ურბანულ გარემოში, ახალგაზრდებთანაა დაკავშირებული, ,,ალტიჰატი’’ კი, ამ გარემოსგან შორს, მაგრამ, ზუსტად თავისუფლების იდეას და ღირებულებებს იზიარებს. გამორჩეული დიზაინით შექმნილ აქსესუარზეც ეს მთავარი მესიჯებია დატანილი“, - ამბობს თორნიკე.„ვფიქრობ, ამ კოლაბორაციით და ექსკლუზიური პროდუქტის შექმნით, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულმა ორმა კომპანიამ ახალი ეტაპი დავიწყეთ. გვინდა, მაგალითის მიმცემი გავხდეთ სხვებისთვის. ჩვენი მიდგომა ნიკო ნიკოლაძის სიტყვებს მიჰყვება: ,,შრომა, პატიოსნება და სწავლა“, - ამბობს „ალტიჰატის“ დამფუძნებელი, ნიკოლოზ ალავიძე.კოლაბორაციის შესახებ პრეზენტაცია უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ეს თანამშრომლობა ზუსტად პასუხობს თიბისი ბიზნესდაჯილდოების მთავარ გზავნილს - წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!
1765790441
მისივე თქმით, თუ ქვეყანას სურს, წინ წაიწიოს ევროპულ გზაზე, უნდა მოიქცეს სხვანაირად და ეს მთავრობას ეხება."დასკვნები საბჭოში იქნება, მაგრამ იცით, რა რეკომენდაციები და დასკვნები იყო გაფართოების ანგარიშში. ამ ანგარიშში ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოში უკუსვლაა, ისე, როგორც სხვა არცერთ ქვეყანაში. თუ ქვეყანას სურს, წინ წაიწიოს ევროპულ გზაზე, უნდა მოიქცეს სხვანაირად, ეს მთავრობას ეხება.რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომშიც მხარს დავუჭერთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ იმედი მივცეთ ხალხს, არამედ ვუთხრათ მთავრობასაც, რომ სწორი არ არის, როდესაც ხალხის სურვილს არ ითვალისწინებენ. ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება ევროპულ გზას და ეს მათ ხელშია", - განაცხადა მარტა კოსმა.
1765790219
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 16 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი): 16 დეკემბერს ნალექია მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 16 დეკემბერს თოვლია მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +3 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 16-17 დეკემბერს ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი აღინიშნოს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +2 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 16-17 დეკემბერს ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი აღინიშნოს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება.
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
1764678475
"პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა გიგა წულეისკირის დროებით გათავისუფლება, მას დრო დეკემბრის ბოლომდე სჭირდება"
1764963032
NYT - უკრაინა ნატოში გაწევრიანების მიზანსა და დონბასის დათმობაზე უარს აცხადებს
1765655577
საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
1765651447
BBC - პროევროპული აქციების დასაშლელად I მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს
1764577176