“ნაციონალური მოძრაობა” 13 წელია, ვიძახით, რომ არ არსებობს არანაირი “ქართული ოცნება”, არსებობს “რუსული ოცნება”, რომლის მთავარი შემსრულებელია ივანიშვილი, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც მისმა ბანდამ მხარი არ დაუჭირა სპეციალური ტრიბუნის შექმნას რუსეთის წინააღმდეგ, რის შესახებაც თინა ბოკუჩავასგან გავიგეთ, როდესაც PACE-ს პრეზიდენტს შეხვდა”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

“ამის შესახებ ცნობილი  გახდა მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა PACE-ს პრეზიდენტი ევროსაბჭოში ერთმანეთს შეხვდნენ. მოულოდნელი ამაში ნამდვილად არაფერი არ ყოფილა. ჩვენ ვიცით საქართველოს ე.წ ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით. ისინი არიან რუსების მოკავშირეები და რუსები, რომლებიც ქვეყანაში ატარებენ რუსულ ინტერესებს და ის, რომ მათ მხარი არ დაუჭირეს ევროსაბჭოში სპეციალური ტრიბუნის შექმნას, რომლის მთავარი მიზანი სწორედ რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და დასჯა იქნება, არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” 13 წელია, ვიძახით, რომ არ არსებობს არანაირი “ქართული ოცნება”, არსებობს “რუსული ოცნება”, რომლის მთავარი შემსრულებლები არიან ივანიშვილი და მისი ბანდა საქართველოში”, - განაცხადა ანა წითლიძემ.