იყო კითხვები დასმული არჩევნებთან დაკავშირებით და მათ მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუანსია საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთსა და უკრაინაში ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირმა პოზიცია, რომ ვიდრე საქართველო შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს, მოლაპარაკებები ევროკავშირთან არ და ვერ გაიხსნება.

"იყო კითხვები დასმული არჩევნებთან დაკავშირებით და მათ მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუანსია საქართველოსთვის. ის, რომ იყო დაფიქსირებული უამრავი ზეწოლა, დარღვევები და სხვა. კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკავშირმა პოზიცია, რომ ვიდრე საქართველო შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს, მოლაპარაკებები ევროკავშირთან არ და ვერ გაიხსნება“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.

საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერები მოითხოვენ არჩევნების  შედეგების საერთაშორისო გამოძიებას საქართველოში.