პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეწყალების აქტი შეეხო 57 მსჯავრდებულს, ხოლო 2 პირს მოეხსნა ნასამართლობა.

"საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.