საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ "ქართული ოცნება" ამზადებს საფრთხის შემცველ პროპაგანდას - ნეიტრალიტეტს", - ამის შესახებ მან "tv პირველის" და "ფორმულას" საერთო ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული პროპაგანდა დღეს საქართველოს მოქალაქეების მთავარი საბრძოლველი უნდა იყოს.

"დღეს არის წინ წამოწეული პროპაგანდის თემა რომ [საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი] ჩვენ არა, თვითონ ევროპამ თქვა, იგივე მეორე ფრონტი, ძველ პროპაგანდას ატრიალებენ ახლიდან. რეალურად მზადდება ბევრად უფრო საფრთხის მომცველი თემა პროპაგანდის, რომელიც არის ნეიტრალიტეტი - ეს უნდა იყოს დღეს ჩვენი მთავარი საბრძოლველი, იმიტომ, რომ ამაზე იქნება აგებული ყველაფერი. ეს იქნება მათი მთავარი ბრძოლის თემა აწი და ესეც არის მოსკოვიდან ნაკარნახევი.

საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო ნეიტრალური სახელმწიფო, მაგრამ შემოვიდა რუსეთის ჯარები და დაიპყრეს საქართველო, ეს არის ნეიტრალიტეტი, როცა შენ ხარ ასეთი იმპერიის გვერდით, რომელიც არცერთ თავის დაპირებას არ ასრულებს და დაინტერესებულია მხოლოდ თავისი ტერიტორიული ექსპანსიით. ამ თემაზე უნდა ვიყოთ სრულიად მობილიზებული იქნება ეს პოლიტიკური პარტიები, ისტორიკოსები თუ საზოგადოება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.