მე არსად არ წავალ, 2012 წლიდან ვარ აქ, მიმაჩნია, რომ ამ პარტიას ბევრი აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და მომავალშიც ბევრს გააკეთებს, თუმცა გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, ამ კონკრეტულ არჩევნებში, რომელიც 8 ივლისის შემდეგ უნდა ჩატარდეს, მივიღებ თუ არა მონაწილეობას, ჯერჯერობით არ მიმიღია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა", უპირველეს ყოვლისა, მის ელექტორალურ წონაზე დგას და მას განუსაზღვრელად დიდი როლი აქვს ამგვარ გადაწყვეტილებებში.

"ნაციონალური მოძრაობის" გარეშე არ არსებობს საერთო გამარჯვება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ეს მე მტკიცედ მჯერა. მან სულ რამდენიმე დღის წინ დამიდასტურა ნდობა, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, რომ სწორედ ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში გატარებულიყო ეს ცვლილებები, მაგრამ შემდეგ ვიხილეთ მისი შეცვლილი არჩევანი. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ  "ნაციონალური მოძრაობა ", უპირველეს ყოვლისა, მის ელექტორალურ წონაზე დგას და მას განუსაზღვრელად დიდი როლი აქვს ამგვარ გადაწყვეტილებებში.  

რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, მე არსად არ წავალ, 2012 წლიდან ვარ აქ, მიმაჩნია, რომ ამ პარტიას ბევრი აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და მომავალშიც ბევრს გააკეთებს, თუმცა გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, ამ კონკრეტულ არჩევნებში, რომელიც 8 ივლისის შემდეგ უნდა ჩატარდეს, მივიღებ თუ არა მონაწილეობას, ჯერჯერობით არ მიმიღია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.