"ნაციონალური მოძრაობისთვის", რომელზეც ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, უღირსობის დაბრალება, რბილად ვიტყოდი, პოლიტიკურად არაკორექტულია, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ადამიანის პირველივე განცხადებები, რომელიც შესაძლოა, ამ გუნდის წევრი გახდეს, თავდასხმითი არ უნდა იყოს.

"ნაციონალური მოძრაობისთვის", რომელზეც ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, უღირსობის დაბრალება, რბილად ვიტყოდი, პოლიტიკურად არაკორექტულია, არაკოლეგიალურია და მით უმეტეს, თუ ადამიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ამ გუნდს შემოუერთდეს თავმჯდომარის თუ სხვა ნებისმიერ პოზიციაზე, პირველივე განცხადებებით თავს დაესხმება იმ გუნდს, რომლის წევრიც შეიძლება გახდეს, არ მგონია იყოს პოზიცია, რომელიც ასახავს შორსმჭვრეტელობას კონკრეტული ადამიანების", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.