ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ილია ისაევი გარდაიცვალა. მას სხეულის 87%-იანი დამწვრობა ჰქონდა.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის თქმით, პაციენტი დღეს დილით გარდაიცვალა.

19 ნოემბერს ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას და კორპუსის ნგრევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.