დროთა კავშირს კრავს სალომე ზურაბიშვილი პირველი რესპუბლიკის და დამოუკიდებელი საქართველოსი, მას ამის უფლება აქვს. მეტიც, მგონია, რომ მოვალეობაც, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილთან დახურული შეხვედრის  შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ ქარტიას ხერხემლის ფუნქცია აქვს პოლიტიკურ სპექტრში.

"ნებისმიერ ვითარებაში,  როგორც ქარტიის ხელმომწერები, ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მიგვაჩნია მხარდაჭერა რაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი, გულწრფელად გეუბნებით. ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული, ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული. 

პრეზიდენტი უფრთხილდება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. მისი გამოსვლები იმდენად პოლიტიკური არ არის, რამდენადაც ემოციური და ისტორიული. რაღაცნაირად, დროთა კავშირს კრავს სალომე ზურაბიშვილი პირველი რესპუბლიკის და დამოუკიდებელი საქართველოსი, მას ამის უფლება აქვს. მეტიც, მგონია, რომ მოვალეობაც.

სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ქარტიაზე. პირველ რიგში, ქარტია არის მთავარი ხერხემალი ამ გადაწყვეტილების, იმიტომ, რომ იქ ასახულია ქართული საზოგადოების მთავარი სურვილის - ევროინტეგრაციის მისაღწევი ყველაზე მნიშვნელოვანი გზები  და ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი ქართული საზოგადოების სურვილი, არც მხოლოდ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციით გამოხატული და მაშინდელი საზოგადოების სურვილი, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და ეს არის ასევე ჩვენი მომავალი თაობის არჩევანი. როცა ჩვენ შეგვიძლია, წარსული და მომავალი შევკრათ აწმყოში, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ხელს გვიშლიდნენ და გვიშლიან ამაში ზოგიერთები და ისინი უნდა გავწიოთ, არჩევანი კი არ უნდა შევცვალოთ ისტორიული, ის ხალხი უნდა გავწიოთ, ვინც ამაში ხელს გვიშლის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ათონელის სასახლეში სალომე ზურაბიშვილთან დახურულ შეხვედრაზე "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია იმყოფებოდა. კონკრეტული საკითხი, რა იყო შეხვედრის მიზანი, ჯერჯერობით უცნობია.