პოლიტიკური ინიციატივა "ჯერ საქართველოს" თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ხატიაშვილი მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა. 

შეხვედრა პრაღაში GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე შედგა.

ასევე გაიმართა შეხვედრები ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან, ჩეხეთის სენატის საგარეო, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე  პაველ ფიშერთან.

ნიკოლოზ ხატიაშვილმა შეხვედრებზე ისაუბრა ინიციატივა  "ჯერ საქართველოს" ხედვების, ქვეყნის კრიზისიდან ამოყვანის გეგმის და  საქართველოს ეროვნული ინტერესების შესახებ.