დღეს არის დიდი გაყალბების შეჯამება და ამის შედეგიც იქნება გაყალბება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გამოდის, რომ დღევანდელ დღეს, აქ არის არალეგიტიმური ცესკოს მოწვევა, - ამის შესახებ საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელმა ოთარ ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამართლებრივი გზები მხოლოდ საზღვარგარეთ მოიძებნება.

"დღეს არის დიდი გაყალბების შეჯამება და ამის შედეგიც იქნება გაყალბება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გამოდის, რომ დღევანდელ დღეს, აქ არის არალეგიტიმური ცესკოს მოწვევა. საჭიროა ხმაური, საჭიროა ხმამაღლა გამოვთქვათ ჩვენი პროტესტი ყოველდღიურად და ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს. მე მგონია, რომ ყველაზე მართებული გზა პროტესტისა არის აქციები. სამართლებრივი გზები მხოლოდ საზღვარგარეთ მოიძებნება, აქ სასამართლო მიყიდულია, მონები არიან, რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებენ და შედეგსაც ასეთს უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სხდომაზე დღეს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოქვეყნდეს.