ვერ შეერთდნენ და ვერ გაერთიანდნენ ეს ჩვენი ოპოზიციური ლიდერები, ახლა ბიძინამ გააერთიანა ყველა ციხეში, - ამის შესახებ მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ერთობაა საჭირო.

"ჩვენ ასე ვაცილებთ ოპოზიციის ლიდერებს. ისე, ერთი რამე კი არის, რომ ვერ შეერთდნენ და ვერ გაერთიანდნენ ეს ჩვენი ოპოზიციური ლიდერები, ახლა ბიძინამ გააერთიანა ყველა ციხეში. აღარ შეიძლება ასეთი რამის გაგრძელება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელიც უკვე ვთქვი - 4 ოქტომბერს უნდა ჩავატაროთ ეროვნული ყრილობა, გავერთიანდეთ მთელი ერი, გამოვა მთელი საქართველო გარეთ, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.