89 წლის ასაკში ლეგენდარული ანსამბლის "ორერას" სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი გარდაიცვალა.

გენო ნადირაშვილი 1937 წლის 29 ივნისს თბილისში დაიბადა.

ის იყო ანსამბლ "ორერას" უცვლელი წევრი და სოლისტი ათწლეულების განმავლობაში.  ბოლო წლებში იგი თავად ედგა სათავეში "ორერას".

ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გენო ნადირაშვილს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის საპატიო წოდება. 2018 წელს, ფილარმონიის წინ "ორერას" ვარსკვლავი გაიხსნა.