ამ ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს უარის თქმას ევროპისთვის, კეთილდღეობისთვის და 14 მილიარდიანი დახმარებისთვის საქართველოსთვის, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისად, ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს ამ რეჟიმისგან.

"ივანიშვილის ამ სიაში ყოფნა ნიშნავს, რომ მათ ძალიან ეშინიათ დამარცხების. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის "ქართული ოცნების" სიაში, ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს უარის თქმას ევროპისთვის, კეთილდღეობისთვის და 14 მილიარდიანი დახმარებისთვის საქართველოსთვის. შესაბამისად, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს ამ რეჟიმისგან და "ქართული ოცნების"  სიაში მყოფი ჩვენი ოლიმპიელებიც დაუბრუნდნენ იმ საქმის კეთებას რაც გამოსდით და კარგად იციან. ოპოზიციისთვის ხმის მიცემა ნიშნავს კი ევროპას, კი 14 მილიარდიან დახმარებას საქართველოსთვის, კი კეთილდღეობას, კი ერთიანობას", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.