მე არ ვაპირებ არცერთი ნაბიჯით, რომ ხელი შევუწყო რაიმე ტიპის დაპირისპირებას ოპოზიციის ალიანსში, - ამის შესახებ "ოპოზიციური ალიანსის" წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ალიანსის წევრობა აბსოლუტურად ნებაყოფლობითია.

"მე არ ვაპირებ არცერთი ნაბიჯით, რომ ხელი შევუწყო რაიმე ტიპის დაპირისპირებას ოპოზიციის ალიანსში - ეს ერთი, მეორე - ოპოზიციის ალიანსს აქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული წესები და სტრატეგიული შეთანხმება ივანიშვილის დამარცხებასთან დაკავშირებით. მე ვარ ბოლომდე კონცენტრირებული ამ მიმართულებაზე.

რაც შეეხება ალიანსის წევრობას, ეს არის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი. ალიანსის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ ივანიშვილის დამარცხების, ანუ, საქართველოს გამარჯვების გზის ირგვლივ არიან ეს პოლიტიკური პარტიები ალიანსში და ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ ზუსტად ამ გზაზე. ამ გზის გასავლელად მნიშვნელოვანია იმ შეთანხმების დაცვა, რომლის გარშემოც შეიქმნა ოპოზიციის ალიანსი, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

პერსონალური კრიტიკა, რამდენად მწვავეც არ უნდა იყოს, ჩემს დამოკიდებულებებს პოლიტიკური პროცესის მიმართ ვერ განსაზღვრავს იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოს მოქალაქეების წინაშე ვართ პასუხისმგებელი", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.