კახა კუკავას აზრით, "რუსეთთან პირდაპირი ავიაფრენების აღდგენით მოიგებს მხოლოდ საქართველო და მისი ეკონომიკა".

"სახელმწიფოებრივი (და არა პარტიული) ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ:

1. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებამდე დაუშვებელია;

2. პირდაპირი ავიაფრენების აღდგენით მოიგებს მხოლოდ საქართველო და მისი ეკონომიკა, არანაირი რაციონალური კონტრარგუმენტი არ მომისმენია", - აცხადებს კუკავა.