პარლამენტის პლენარული სხდომა დასრულდა. დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო უკვე დატოვეს. 

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პოლიტიკური გამოსვლები პარლამენტში 17 აპრილს, 12:00 საათზე განახლდება.

პარლამენტის შენობასთან აქცია გრძელდება. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველთა და სპეციალური დანიშნულების ჯგუფებია მობილიზებული. ვითარება დაძაბულია.  

შეკრებილები კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ.