პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროსგან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს, - ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გვერდზე ვრცელდება.

იქამდე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადაგზავნილა.