“ქართული ოცნება” ვერ შეინარჩუნებს ევროპულ გზას, ეს არის კრემლის მარიონეტი რეჟიმი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ქართველი ხალხის დასახმარებლად სანქციების ზომებია საჭირო.

“ქართული ოცნება” ვერ შეინარჩუნებს ევროპულ გზას - ეს არის კრემლის მარიონეტი რეჟიმი. ზომები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ იმ ხალხის დასახმარებლად, რომლებიც ერთი წელია, ქუჩაში აქციებს მართავენ ევროპული საქართველოსთვის, არის სანქციები და უვიზო რეჟიმის შეზღუდვა პასუხისმგებელი პირებისა და ასევე დეზინფორმაციის გამავრცელებელი არხების მიმართ. ერთ-ერთი არხი ამ დრომდე აქ თავისუფლად მუშაობს. "რაშა თუდეი" და "სპუტნიკი" აკრძალულია, მაგრამ "ქართული ოცნების" არხი "იმედი" აქ თავისუფლად მუშაობს, ავრცელებს სიძულვილს ენას ევროპელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.