"ქართული ოცნების" პროპაგანდა, თავისი ე.წ სარჩელით, რომელიც აბსოლუტურად აბსურდულ, წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას ეფუძნება, როგორც წინა კვირების მანძილზე გაცამტვერდა, მომავალ კვირებშიც ასევე გაცამტვერდება და ამას ქართველი ხალხი იხილავს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

"ქართული ოცნების” პროპაგანდა, თავისი ე.წ სარჩელით, რომელიც აბსოლუტურად აბსურდულ, წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას ეფუძნება, როგორც წინა კვირების მანძილზე გაცამტვერდა, მომავალ კვირებშიც ასევე გაცამტვერდება და ამას ქართველი ხალხი იხილავს. რაც შეეხება სამართლებრივ გეგმებს, რა თქმა უნდა, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სტრასბურგში გასაჩივრებას ვაპირებთ, მაღალია იმის მოლოდინი, რომ რაც ივანიშვილს სურს იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

პოლიტიკური ბრძოლა ამ ქვეყანაში აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ხალხი წლობით ციხის საშიშროების ქვეშ დგას, დაყადაღებულები არიან, მაგრამ ბრძოლას აგრძელებს, ამიტომაც ამ ბრძოლას კიდევ ერთი რეპრესიული ზომის გამოყენება ვერ შეაჩერებს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა ხვალ გაგრძელდება.