რასაკვირველია, ქართველი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ვაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა ძალიან, ძალიან რთულია, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ახლა ფინანსური დახმარება გართულდა.

"რასაკვირველია, ქართველი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას ვაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა ძალიან, ძალიან რთულია, რადგან მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ ვის მივცემთ ფულს. ახლა ვეძებთ გზებს, თუ როგორ მივცეთ ფული ისე, რომ არ დავაზიანოთ მათი არსებობა, მაგალითად, გასულ კვირას მქონდა დიალოგი კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა“,- განაცხადა მარტა კოსმა. 

ბრიუსელში გაფართოების ფორუმი გაიხსნა, სადაც საქართველო არ არის მიწვეული.