როცა საერთო მიზანი ისეთი დიდია, როგორც ახლა, და მას სამშობლოს გადარჩენა ჰქვია, განსხვავებებისთვის უნდა ვიპოვოთ მოლაპარაკების და შეთანხმების რთული ამოხსნა და არა დაპირისპირების და განხეთქილების მარტივი გამოსავალი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, რომ 4 ოქტომბერს პროტესტი არ დამარცხდა.

"როცა საერთო მიზანი ისეთი დიდია, როგორც ახლა, და მას სამშობლოს გადარჩენა ჰქვია, განსხვავებებისთვის უნდა ვიპოვოთ მოლაპარაკების და შეთანხმების რთული ამოხსნა და არა დაპირისპირების და განხეთქილების მარტივი გამოსავალი.

ისტორია არ იმახსოვრებს ისეთ უმნიშვნელო დეტალებს, ვინ ვისგან რით განსხვავდებოდა, ვინ იარა სწორად და ვინ ზიგზაგზე. ისტორია ყველას ერთიანად და თანაბრად აღგვნუსხავს როგორც თაობებს, ვინც სამშობლოსათვის გადამწყვეტ ბრძოლაში გაიმარჯვა ან ამ ბრძოლაში დამარცხდა.

პ.ს. ქოცებმა სივრცული პატიმრობა მოგვისაჯეს, მაგრამ დრო ვერ გაგვიჩერეს პოლიტპატიმრებს. იქნებ ყველამ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დროში პატიმრობას ნუ მოგვისჯით. ნუ გადააქცევთ ამ დაწყევლილ 4 ოქტომბერს - სუსის 2 წარუმატებელი სპეცოპერაციის დღეს - დაუსრულებელ ზაზუნას დღედ. გადაფურცლეთ, ძალიან გთხოვთ. 
ხოლო ის, რომ 4 ოქტომბერს პროტესტი არ დამარცხდა (რაც პროტესტის წინსვლას შეიძლება არ უდრიდეს, მაგრამ ქოცების მარცხს უტყუარად უდრის) აგერ დაადასტურეს თავად: დრაკონის კანონების კრებულს, როგორსაც ახლა ამტკიცებენ, გამარჯვებულები არ იღებენ”, - წერს ნიკა გვარამია.