თუ სურს საქართველოს ევროინტეგრაცია, ის ევროკავშირს თავისი ღირებულებებით უნდა დაუახლოვდეს, - ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი არის ეკონომიკური და სოციალური უზრუნველყოფის გარანტორი.

"თუ სურს საქართველოს ევროინტეგრაცია, ის ევროკავშირს თავისი ღირებულებებით უნდა დაუახლოვდეს და თუ საქართველოში არ იქნება დაცული ადამიანის უფლებები, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, თავისთავად, წინსვლა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს არ ექნება.

ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გახდეს დასავლური ცივილიზაციის წევრი, რომ იყოს დაცული ყველანაირად. დასავლეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისკენაც საქართველო და ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფალი უნდა მიისწრაფვოდეს. ევროკავშირი არის გარანტი ეკონომიკური თუ სხვა კუთხის უზრუნველყოფისა და განვითარების", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.